ვაშინგტონი და ლონდონი ჯიჰადისტთა წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებენ. ერთობლივ სვეტში, რომელიც გაზეთ „ტაიმსში" გამოქვეყნდა, თეთრი სახლის ლიდერმა და ბრიტანეთის პრემიერმა პირობა დადეს, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინირებულად იმოქმედებენ. მათი თქმით, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ბრძოლას გააგრძელებენ მათ წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს.
მასალის გამოყენების პირობები