„შარლი ებდო ცოცხალია და მუდამ იცოცხლებს,"-ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი სატირული ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლას. ფრანსუა ოლანდის თქმით, „ტერორისტემა შესაძლოა ადამიანები მოკლან, მაგრამ მათ იდეებს ვერასდროს მოკლავენ." პარიზში ჟურნალის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ „შარლი ებდოს" ახალი ნომერი გაყიდვაში გუშინ გამოვიდა. 5 მილიონიანი ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდა.
მასალის გამოყენების პირობები