მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა შესაძლოა 16 იანვარს გაიმართოს. ამის შესახებ დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა. მისივე განმარტებით, შესაბამისი ინიციატივით დონეცკს "ეუთომ" უკვე მიმართა. "ეუთოს" შეთავაზებას ადასტურებს ლუგანსკის დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელი ვლადისლავ დეინეგოც. შეხვედრის თარიღს ოფიციალური მინსკი ჯერჯერობით არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები