უკრაინა ვოლნოვახაში დაღუპულებს გლოვობს. პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით, 15 იანვარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. სამგზავრო ავტობუსს, რომელიც დონეცკის ოლქში გადაადგილდებოდა, ჭურვი გუშინ საღამოს ესროლეს, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარში კიევი სეპარატისტებს ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები