რუსეთში იმ უცხოური კომპანიების საქმიანობა აიკრძალება, რომლებსაც მტრულ ორგანიზაციებად გამოაცხადებენ. შესაბამის კანონპროექტს მხარი სახელმწიფო დუმის პროფილურმა კომიტეტმა დაუჭირა, მომავალ კვირას კი დუკუმენტს სათათბიროს სხდომაზე სავარაუდოდ პირველი მოსმენით მიიღებენ. მოსკოვის "შავ სიაში" ის კომპანიები მოხვდება, რომელთა საქმიანობასაც სახელმწიფო უსაფრთხიებისათვის საშიშად მიიჩნევენ. კანონპროექტი დუმაში დეპუტატებმა ალექსანდრ ტარნავსკიმ და ანტონ იშენკომ შეიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები