მასშტაბური ავარია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. სადგურის ამერიკულ სეგმენტში ამიაკმა გაჟონა. ამის გამო სადგურის ეკიპაჟი რუსულ სეგმენტში გადავიდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაგრილების დაზიანებული სისტემის შესაკეთებლად ასტრონავტებს შესაძლოა ღია კოსმოსში გასვლა მოუხდეთ. ამჟამად სადგურზე ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები