სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ სატირულ ჟურნალ Charlie hebdo-ზე თავდასხმა დასავლეთის არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის და მათ მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის შედეგია.
ასადის თქმით, მისი ქვეყანა მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის წინააღმდეგია, სადაც არ უნდა მოხდეს ეს.
,,მე არაერთხელ გავაფრთხილე დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, რომ მათ მიერ ამბოხებულთა იმ დაჯგუფებების ხარდაჭერა, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ იბრძოდნენ, მათთვისვე იქნებოდა ნეგატიური შედეგის მომტანი." - აღნიშნა ასადმა რთ-ერთ ჩეხურ გამოცემასთან საუბარში.
სირიის ლიდერი აცხადებს, რომ მან მოსალოდნელი შედეგების შესახებ დასავლეთი სირიის კრიზისის დაწყებისთანავე გააფრთხილა, თუმცა მის სიტყვებს არავინ მოუსმინა.
მასალის გამოყენების პირობები