ხვალ, 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროში გერმანიასა და საქართველოს შორის სამთავრობოთაშორისო მოლაპარაკებები გაიმართება.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენ~ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მოლაპარაკებები გერმანიასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
13 აპრილსვე ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და გერმანიის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის (Kfw) წარმომადგენელი სასესხო ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომლის თანახმადაც ქართულ მხარეს Kfw 100 მლნ ევროს გამოუყოფს.