ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლ ებდოზე" თავდასხმის პასუხისმგებლობა "ალ-ქაიდამ" აიღო.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში იემენური დაჯგუფების ლიდერის, ნასრ ალ-ანსის ვიდეომიმართვა გავრცელდა. ტერორისტთა მეთაური აცხადებს, რომ პარიზული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმის ბრძანება "ალ-ქაიდას" უმაღლესმა ლიდერმა აიმან ზავაჰირმა გასცა, შურისძიების აქტი კი "შარლ ებდოზე" მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის გამო განხორციელდა.
ტერორისტთა მეთაურის თქმით, საფრანგეთს სატანისტური ქვეყანაა, რომელიც ისლამთან დაპირისპირებისთვის პასუხს აგებს.