ჯორჯო ნაპოლიტანომ პრეზიდენტობაზე უარი თქვა. ოფიციალური განცხადება 89 წლის პოლიტიკოსმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. გადადგომის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ხანდაზმული ასაკი დაასახელა.
ნაპოლიტანო პრეზიდენტის პოსტზე 2020 წლამდე იყო არჩეული. გასული წლის ბოლოს კი მან განაცხადა, რომ პოსტს მომავალი წლისთვის აუცილებლად დატოვებდა. პრეზიდენტის მოვალეობას დროებით პარლამენტის თავმჯდომარე პიეტრო გრასო შეასრულებს.