სომხეთის 6 მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ პირველი ჩვენება უკვე მისცა. ვალერი პერმიაკოვის თქმით, სამხედრო ბაზიდან გამოქცეულს წყალი მოსწყურდა და ახლომდებარე სახლში შეიპარა. ამ დროს ოჯახის წევრებს ეძინათ, თუმცა უფროსი ავეტისიანი ხმაურმა გააღვიძა. შეშინებულმა ჯარისკაცმა კი მას ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ პერმიაკოვმა ოჯახის კიდევ 5 წევრი, მათ შორის, ერთი წლის ბავშვიც მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 18 წლის ჯარისკაცი პოლიციამ თურქეთის საზღვართან მდებარე ბაიანდურის რაიონში დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები