მასშტაბური სპეცოპერაცია კამერუნში. სამთავრობო ჯარებმა იერიში რადიკალურ დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" პოზიციებზე მიიტანეს, რის შედეგადაც 150-მდე ისლამისტი დაიღუპა. კოლუმბიელთა მხრიდან კი შეტაკებას ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. "ბოკო ჰარამის" დაჯგუფება ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში პოზიციებს იმაგრებს. 2 დღის წინ მათ მოსაზღვრე კამერუნის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში.
მასალის გამოყენების პირობები