რუსული ეროვნული ვალუტის კურსი ისევ დაეცა. მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ღირებულებამ 66,49 რუბლი შეადგინა, ევროს ფასი კი 78,31 რუბლით განისაზღვრა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ რუბლის კურსის ვარდნა ნავთობის კატასტროფულმა გაიაფებამ გამოიწვია. ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელი ნავთობის ღირებულება 45,36 დოლარამდე დაეცა.
მასალის გამოყენების პირობები