"ისლამისტური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პირი სიკვდილით დასაჯეს. მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ტერორისტებმა ინტერნეტით გვიან საღამოს გაავრცელეს. დახვრეტამდე სიკვდილმისჯილები კამერის წინ აცხადებენ, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდნენ. ამის შემდეგ მათ ისლამისტი არასრულწლოვანი კლავს, რომლის ასაკიც სავარაუდოდ 15 წელს არ აღემატება. ოფიციალურ მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები