2 იანვარს გალის რაიონის სოფელ რეფში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული შეიარაღებული დაჯგუფების წევრთაგან ორის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან - ჯათუ აქუბარდია და ლევან ხარგელია.
მოკლულთა ცხედრები სოხუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და მესამე დაღუპულის ვინაობა დგინდება.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოროტმოქმედთა ჯგუფს, რომელიც გალის რაიონში ძარცვა-ყაჩაღობითა და ადამიანთა გატაცებით იყო დაკავებული, სწორედ ჯათუ აქუბარდია ხელმძღვანელობდა.
ჯგუფის ლიკვიდაციის ადგილზე აფხაზმა მილიციელებმა ორი ცეხლსასროლი ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალით სავსე ზურგჩანთები, მათი პირადი ნივთები, საკვები და ნიღბები აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოოტმოქმედებმა 11 იანვარს, გვიან ღამით, გამოსასყიდის მიღების მიზნით, საკუთარი სახლის მიდამოებიდან გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი, გელა გერგედავა გაიტაცეს.
ის სოფელ რეფში მიტოვებულ სახლში გადამალეს, საიდანაც მან 12 იანვარს გამოქცევა შეძლო და მომხდარის შესახებ გალის რაიონის მილიციას აცნობა.
გელა გერგედავას თქმით, მან ისარგებლა მომენტით, როცა გამტაცებლებს ეძინათ, ფეხსაცმელში დამალული დანით ერთ-ერთ მათგანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ორი კი - დაჭრა და ასე შეძლო მათგან თავის დაღწევა.
გერგედავას მიერ მოკლული პირი, მსგავსი დანაშაულებისთვის ძებნილი ჯათუ აქუბარდია აღმოჩნდა.
გამტაცებლების დასაკავებლად ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ რეფში სპეცოპერაცია ჩაატრეს, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად აფხაზეთის ანტიტერორისტული ბიუროს თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის უშიშროების ფედრალური ბიუროს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე ანდრეი უდალცოვი დაიღუპა.
სპეცოპერაციისას დაიღუნპენ გერგედავას სხვა გამტაცებლებიც.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური პრესა ავრცელებს