"ჰილსაიივენტ ცენტრში", თემაზე: "სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები საქართველოში" მრგვალი მაგიდა გაიმართა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პერ ეკლუნდმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ელენე თევდორაძემ გახსნეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, მრგვალი მაგიდა პროექტის "გავაძლიეროთ ევროპული პარტნიორობა კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებში: სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები და სამშვიდობო სტრატეგიები საქართველოში" ფარგლებში გუშინ გაიხსნა და მის მიზანს ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის რეკომენდაციების მიწოდება წარმოადგენს, რომელსაც საქართველოში წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიმუშავებენ.
პროექტი 10-თვიანია და მას ევროკავშირი აფინანსებს.