ავღანეთის საფეხბურთო ნაკრების მწრთვნელი ჰოსპიტალიზებულია. მოჰამედ კარგარი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ამჟამად 52 წლის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, კარგარის თავს ქაბულში მის საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მასალის გამოყენების პირობები