საბერძნეთისთვის 30 მლრდ ევროს გამოყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფონზე, აშშ დოლართან და ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში ევროს კურსი მკვეთრად გაიზარდა.
როგორც ~ბიბისი~ იუწყება, ევრო დოლართან მიმართებაში 2 ცენტზე მეტად, 1,5 პროცენტით გაიზარდა. ლონდონში ვაჭრობაზე ევროს კურსმა 1,3683 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია. ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში კი, ევრო 1 პენსით გაძვირდა და 88.408 ნიშნულზე დაფიქსირდა.
საბერძნეთისთვის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით გუშინ ევროზონის 16-მა ქვეყნის ხელმძღვანელმა მოილაპარაკა, საუბარია დაახლობით 30 მლრდ ევროზე.
საბერძნეთი რამდენიმე თვეა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. მისი მთლიანი სახელმწიფო ვალი დაახლოებით 300 მლრდ ევროს შეადგენს.