ბელგიელმა სამართალდამცავებმა დედაქალაქ ბრიუსელის ერთ-ერთი რაიონის, ეტერბეკის მთელი საცხოვრებელი კვარტლიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია განახორციელეს.
ამის მიზეზი პოლიციაში შესული სიგნალი გახდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ავტობუსების ერთ-ერთ გაჩერებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჯებული.
პოლიციაში განხორციელებული ზარის ავტორი ირწმუნებოდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება გაჩერებაზე სპეციალური პაკეტით უცნობმა პირმა მიიტანა და ტრანსპორტის მომლოდინე ხალხი გააფრთხილა, რომ ბომბი მალე ამოქმედდებოდა.
მითითებულ ადგილზე მისულ გამნაღმველებს ასაფეთქებელი ნივთიერება არ დახვდათ.
ამჟამად ცრუ ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობას ადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები