"შარლი ებდოს" ახალი ნომრის გარეკანს ისევ მუჰამედ წინასწარმეტყველი დაამშვენებს. სატირისტული ჟურნალის გარეკანის კარიკატურა გაზეთმა "ლიბერატიონმა" გამოაქვეყნა. მუჰამედი თვალებიდან ცრემლებს აფრქვევს და ხელში ცნობილი სლოგანი "მე ვარ შარლი" უჭირავს. ჟურნალის ახალი ნომერი ხვალ 3 მილიონიანი ტირაჟით გამოვა. "შარლი ებდოს" ოფისზე თავდასხმა 7 იანვარს განხორციელდა. ტერაქტს 12 ადამიანი, მათ შორის, რედაქციის 10 თანამშრომელი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები