დრეზდენში კიდევ ერთი მასშტაბური ანტიისლამური აქცია გაიმართა. ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია ანტიისლამურმა მოძრაობა "პეგიდასმა" მოაწყო, რომელიც ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობებს ყოველკვირეულად მართავს.
გერმანიის ხელისუფლებამ მოძრაობის ლიდერებს აქციის მოწყობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა გრანდიოზული მარში მაინც შედგა. პარალელურად, დრეზდენში, ბერლინსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ალტერნატიული მიტინგები ჩატარდა. ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისლამის წინააღმდეგ აგრესია გააპროტესტეს.