დღეს, 28 ოქტომბერს, მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში რეგიონალური კონფერენცია მოეწყობა.
კონფერენციის მიზანია, ერთობლივი პოზიციის მომზადება კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 15-ე კონფერენციისთვის (COP-15), რომელიც ჩატარდება კოპენჰაგენში მიმდინარე წლის დეკემბერში. კლიმატის კვირეულის მიმდინარეობაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
კონფერენციას გახსნიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საელჩოების წარმომადგენლები, რომლებიც დააფიქსირებენ თვიანთი ქვეყნების პოზიციებს ჩOP-15-თან დაკავშირებით