თბილისი ევროკავშირის ინიციატივას უერთდება და გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება.
შესაბამის დოკუმენტს ხელი დღეს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოაწერა.
აღნიშნულითYთბილისი მსოფლიოს იმ 1 200 ქვეყნის დედაქალაქების რიცხვში შევიდა, რომელთაც კლიმატიური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანის ვალდებულება აქვთ აღებული.
კონკრეტულად, დოკუმენტი 2020 წლამდე ქალაქში მავნე ნივთიერების - CO2-ის 20 %-ით შემცირებას ითვალისწინებს.
"ეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტია. მართალია, CO2-ის შემცირება გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა ნებისმიერი გრძელვადიანი პროგრამა გულისხმობს ერთ კომპონენტს - მისი განხორციელება უნდა დავიწყოთ დღეს, რომ ხვალ და ზეგ შედეგი მივიღოთ. ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ კლიმატიური ცვლილებების კუთხით სწორედ ქალაქებია განმსაზღვრელი, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელნი არიან", - განაცხადა უგულავამ.