სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გუნ ცზიანვეის შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, საუბარი ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებს შეეხო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ასევე საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები და სოფლის მეურნეობაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარება განიხილეს.
"ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სოფლის მეურნეობაში და ამ ეტაპზე ჩვენ გვაინტერესებს რამდენიმე მიმართულება. ვფიქრობ, ეს თანამშრომლაბა მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის", - განაცხადა კვეზერელმა.
დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეც იმსჯელეს.