9 იანვარს 21 საათზე წინანდლის პრემიის გამარჯვებული ნომინანტები გამოვლინდებიან. დაჯილდოების პარალელურად რიყე ბსაიანში გაიმართება კონცერტი რომელშიც ნომინანტები თავად მონაწილეობენ. პროექტი ხორციელდება პრეზიდენტის პატრონაჟით და ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემია ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ საკონკურსო ეტაპზე 24 ნომინანტი დასახელდა. 9 იანვარს კი 24 ნომინანტიდან 8 გამარჯვებული გამოვლინდება.
პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
1.თეატრალური ხელოვნება;
2.კინოხელოვნება;
3.მხატვრული ლიტერატურა (პროზა )
4.მხატვრული ლიტერატურა (პოეზია);
5.მუსიკა;
6.სახვითი ხელოვნება;
7.ფოლკლორი;
8. საბუნებისმეტყველო მეცნიერება
„წინანდლის პრემია" ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაფუძნდა.