საქართველოს სავალუტო რეზერვები მიმდინარე წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, 154 403 200 აშშ დოლარით გაზაირდა.
ეროვვნული ბანკის მონაცემებით, მარტის ბოლოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 1 980 321 100 აშშ დოლარი შეადგინა, თებევრლის ბოლოს კი, აღნიშნული მაჩვენებელი 1 825 918 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
ამ მაჩვენებლებით, სავალუტო რეზერვების მოცულობა ყველაზე მაღალ ოდენობაზე ფიქსირდება. აქამდე რეზერვების რეკორდულ მოცულობად 2008 წლის მარტში დაფიქსირებული მაჩვენებელი 1 908 203 600 აშშ დოლარი ფიქსირდებოდა.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ ეროვნულ ბანკში განუმარტეს, რეზერვების ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგმა ტრანშმა გამოიწვია.
სსფ-მ კიდევ ერთი ტრანში საქართველოს 148 მლნ აშშ დოლარის ოდენობით გამოუყო. წელს საქართველომ სსფ-დან მთლიანობაში დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ფინანსური დახმარება უნდა მიიღოს.