ევროპის სახლში დღეს სმოლონსკში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ფოტო გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფოტო გამოფენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახსნის. ასევე გამოფენას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
გამოფენა ევროპის სახლში დღეს, 19:00 საათზე გაიხსნება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის ორგანიზებით იმართება.