სკოლას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეწვია და საჩუქრად 10 კომპიუტერი გადასცა. შეხვედრას №42 სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათ მშობლები დაესწრნენ.
№42 საჯარო სკოლა წლების მანძილზე ფუნქციონირებდა, როგორც ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით 42-ე საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. ძირითადად, ამ სკოლის მოსწავლეებით კომპლექტდება ქვეყნის ნაკრები ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირებზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველი მონაწილეები სისტემატიურად იმარჯვებენ.
2009 წლის ეროვნულ გამოცდებზე სკოლამ საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწია. კურსდამთავრებულთა 53%-მა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, რაც მთავარია კურსდამთავრებულთა 75% არ ემზადებოდა რეპეტიტორთან.