თბილისის ერთ-ერთ ქუჩას პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია საკრებულოს ოფიციალურად რამდენიმე დღეში მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულაგამ პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში გახსნილ სამძიმრის წიგნში საკუთარი ჩანაწერიც დატოვა.
"მოსწავლე-ახალგაზრდობის" სასახლეში, სადაც სამძიმრის წიგნია გახნილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილიც იმყოფებოდა.