პალესტინის რეზოლუციის პროექტი კიდევ ერთხელ ჩავარდა. კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოში გვიან ღამით დასრულდა. პროექტის წინააღმდეგ ხმა შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ მისცა, ბრიტანეთმა, ლიტვამ, ნიგერიამ, სამხრეთ კორეამ და რუანდამ კი თავი შეიკავეს.
დოკუმენტი ერთი წლის ვადაში პალესტინის ტერიტორიიდან ებრაული ჯარების გაყვანასა და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რასაც მხარი მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრმა 8 ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა, ჩინეთმა და იორდანიამ დაუჭირა.