კანადაში ქალაქ ედმონტის მცხოვრებლებმა ერთ-ერთ სახლთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მათ შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სახლში შესულმა სამართალდამცავებმა 3 ქალბატონის, 2 მამაკაცისა და ორი მოზარდის ცხედარი იპოვნეს.
პოლიციამ კილერის კვალს რამდენიმე საათში მიაგნო. ის ქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.