ინდონეზიის სანაპიროებთან სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა კუნძულ ბორნეოსთან კიდევ 3 ცხედარი აღმოაჩინეს. სამაშველო სამუშაოებს ხელსნ უამინდობა უშლის.
ოპერაციაში ინდონეზიის, მალაიზიის, სინგაპურის, სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის სამაშველო სამსახურებია ჩართული.
AirAsia-ს კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 4 დღის წინ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა.