პირობით სასჯელმისჯილი ალექსეი ნავალნი მიტინგიდან სახლში დააბრუნეს. ოპოზიციის ლიდერი პოლიციამ მანეჟის მოედანზე მის მხარდასაჭერად მოწყობილ აქციაზე დააკავა. აქციაში მონაწილეობას 1500-ზე მეტი ადამიანი იღებდა. ნავალნისთან ერთად პოლიციამ 100-მდე აქტივისტი დააპატიმრა. ძმებ ალექსეი და ოლეგ ნავალნებს მოსკოვის სასამართლომ სამწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალი კომპანია "ივ როშედან" დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაში დასდეს. ალექსეის მოსამართლემ პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ოლეგი კი სასჯელს ციხეში მოიხდის.
მასალის გამოყენების პირობები