ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლის განცხადებით, ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ძებნის არეალიდან სამხედრო გემზე წყლიდან უკვე 40 ადამიანის ცხედარი გადაასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ჩამოვარდნილი თვითმფრინავის რამდენიმე ნაწილი, ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, აირბუსის კარია.
შეგახსენებთ, მალაიზიური ავიაკომპანია ,,ეარ აზიას" თვითმფრინავი ,,აირბუს A320-200" 28 დეკემბერს გამთენიისას ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით გაფრინდა. რეისის ნახევრის შესრულების შემდეგ ავიალაინერის პილოტმა დისპეტჩერებს, ამინდის გაუარესების გამო, კურსის შეცვლის ნებართვა თხოვა, რის შემდეგაც, მალევე, ისე, რომ საგანგაშო სიგნალი არ გადაუცია, რადარებიდან ავიალაინერის კვალი გაქრა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ინდონეზიის გარდა რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის სინგაპური, მალაიზია და ავსტრალია.
მასალის გამოყენების პირობები