ძმებ ნავალნებს 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსკოვის სასამართლომ ცნობილი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო. მათ ბრალი კომპანია "ივ როშედან" სოლიდური თანხის მითვისებაში ედებათ. ალექსეი ნავალნის მოსამართლემ პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ოლეგ ნავალნი კი სასჯელს ციხეში მოიხდის. ძმებმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს.
მასალის გამოყენების პირობები