AirAsia-ს კუთვნილი სამგზავრო ლაინერის ფრაგმენტები მაშველებმა სავარაუდოდ უკვე აღმოაჩინეს. ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, თვითმფრინავის რამდენიმე ფრაგმენტსა და ერთ ცხედარს სამაშველო სამსახურებმა კუნძულ ბორნეოს მიაკვლიეს. თვითმფრინავიდან გადაღებულ ფოტოებზე წყალში თვითმფრინავის ფორმის დიდი ლაქა ჩანს. წყლის ზედაპირზე კი სავარაუდოდ ცხედარი ტივტივებს. მალაიზიური თვითმფრინავი რადარებიდან 3 დღის წინ გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები