ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ინფლაციის მაჩვენებელი 22 პროცენტამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იტყობინება. ვალერი გონტარევის განცხადებით, 7,5 პროცენტითაა შემცირებული მთლიანი შიდა პროდუქტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ დევალვაცია 100 პროცენტს შეადგენს. გონტარევის მტკიცებით, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა გრივენს ხელოვნურად ამყარებდა, რისთვისასც სავალუტო რეზერვებიდან 23 მილიარდი დოლარი დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები