ქართველი მხატვრის, ციცი ბაღდავაძის ესკიზებისა და ჩანახატების მიხედვით, თბილისში, იასამნის ნომერ 6-ში მდებარე სტადიონი გრაფიტით მოიხატა
ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ციცი ბაღდავაძის ესკიზებისა და ჩანახატების მიხედვით, თბილისში, იასამნის ნომერ 6-ში მდებარე სტადიონი გრაფიტით მოიხატა.
მხატვრებმა - გიორგი ბერეკაშვილმა და გიორგი ნამიჭეიშვილმა სტადიონის კედლებზე ციცი ბაღდავაძის ნამუშევრების დინამიკური პერსონაჟების ესკიზები გადაიტანეს.
სტადიონის მოხატვის იდეა ეკუთვნის ახალგაზრდა მხატვრის ოჯახს, ხოლო განხორციელება - ამავე ქუჩის მცხოვრებლებს.
პროექტის ორგანიზატორებმა, შემოქმედებითმა გუნდმა და სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათ იდეას ბევრი შეუერთდება და ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებით დედაქალაქის სტადიონები და ეზოები გალამაზდება.