თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსიით, ამას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგები გვიჩვენებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში განაცხადა. „როდესაც ვაშინგტონში საუბრობდნენ იმაზე, რომ პუტინი გენიალური სტრატეგია და დასავლეთს თამაში მოუგო, მე ვამბობდი, რომ რუსეთთან ცივი ომი არ გვსურდა, მაგრამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მოსკოვზე ზეწოლას გავაძლიერებდით. საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გატარდა ისე, რომ მოსკოვი მთლიანად ნავთობის ფასზე ყოფილიყო დამოკიდებული. დღეს, როცა სანქციებმა შედეგი უკვე გამოიღო, ალბათ, ბევრი პუტინის საქციელს ჭკვიანურს ვეღარ უწოდებს,"-განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები