ინდონეზიაში დღეს დილიდან სამაშველო სამუშაოები განახლდა. AirAsia-ს კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის სამძებრო ოპერაციაში ქვეყნის საჰაერო და საზღვაო ძალებია ჩართული. სამაშველო ოპერაციაში დახმარება ინდონეზიის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებსაც სთხოვა. ოპერაციას გუშინ სინგაპურის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და მალაიზიის სამაშველო სამსახურებიც შეუერთდა. სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან 17 დეკემბრის დილას გაუჩინარდა. მასში 162 ადამიანი იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები