დღეს, 30 დეკემბერს, სენაკში წიგნის "სენაკი - ჩემპიონთა საბუდარი" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის ავტორები არიან ანზორ ცაგურია და ვაჟა დანელია.
წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: სენაკის რაიონში დაიბადნენ და გაიზარდნენ სახელოვანი სპორტსმენები - ბეჭდაუდები ფალავანი ნესტორ ესებუა, ალიოშა ჯეჯელავა, დათო დავითაია, დათო კილასონია, შოთა მორჩილაძე, გია ნადარეიშვილი, ნანა მელქაძე, ვლადიმერ ეჯიბია, გვეჯე ივანიძე, ვლადიმერ კანკავა, გულიკო ოდიშარია, თეიმურაზ ესებუა, კარლო ჯოჯუა, გიორგი დარასელია, გურამ გაბესკირია, კახა ჟვანიადა სხვები, რომლებმაც ყოფილ საბჭოეთსა თუ საერთაშორისო სარბიელზეც არაერთხელ ისახელეს თავი.
„გადის წლები და მათის ახელები, სამწუხაროდ, თანდათან დავიწყებას ეძლევა, სენაკელმა ახალგაზრდებმა, ფაქტობრივად, არც კი იციან, ვისი გორისანი არიან. ჩვენ მოვიძიეთ, სახეობების მიხედვით დავაჯგუფეთ და დავამუშავეთ სენაკური სპორტის თითქმის ასწლოვანი ისტორიის უხვი მასალა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ანზორ ცაგურიამ.
ცნობილი ჟურნალისტი ვაჟა დანელია, რომელიც სენაკიდან არის წარმოშობით და წიგნის თანაავტორია, აცხადებს, რომ წიგნი მკითხველს სენაკელ მოჭიდავეებზე, ფეხბურთელებზე, მოჭადრაკეებზე, ცხენოსნებსა თუ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებზე მოუთხრობს.
„მკითხველი გაეცნობა ვეტერან სპორტსმენთა საინტერესო თავგადასავლებს", - აცხადებს დანელია.
წიგნი უხვად არის ილუსტრირებული. გამოყენებულია ვაჟა დანელიას, ალექსანდრე კოტორაშვილის, შოთა ხარებავას, ჯემალ კასრაძისა და რესპონდენტთა საოჯახო ალბომების ფოტოები.