საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა სმოლენსკში, ავიაკატასტროფის დროს დღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის სურათები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ყვავილებით შეამკო.
ამასთან, სანდრა რულოვსმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც დატოვა და პოლონელ ხალხს მიუსამძიმრა.
დღესვე სამძიმრის წიგნში ჩანაწერები საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თსუ-ს თვითმართველობის წევრებმა დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.