ქართველმა სტუდენტებმა საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ყვავილები და გვირგვინები მიიტანეს.
სტუდენტების თქმით, ისინი პოლონელ ხალხს პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო თანაგრძნობას უცხადებენ.
"მიგვაჩნია, რომ საქართველომ ლეხ კაჩინსკის სახით მნიშვნელოვანი მეგობრები დაკარგა", - აცხადებენ ახალგაზრდები.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.