ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელზე თბილისში, მთაწმინდის გორაზე ხე დარგეს.
გამწვანების აქცია მთაწმინდის გორაზე თბილისის მერიის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 1000-მდე კავკასიური, შავი ფიჭვის ნერგი დაირგა.
აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, თბილისის პირველმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და დედაქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
"პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვის გამო, როგორც იცით დღეს საქართველოში გლოვის დღეა. დღევანდელ გამწვანების აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს და პოლონეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩვენს დამოკიდებულებას ასე გამოვხატავთ", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.