შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მოლდოვის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „BERBERIS"-ი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ბათუმის პორტის მე-8 ნავმისადგომთან დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის მე-7 ნაწილით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა- 65000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4 400 ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები