,,სინამდვილეში, მიმდინარე წელს მრავლად იყო როგორც მღელვარება, ასევე სიხარულიც. იყო ძალიან მრავალხმრივი წელი, მაგრამ არ დავმალავ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს წელი გარდამტეხი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, ჩვენი ისტორია გაიყო ორ ნაწილად, 2014 წლამდე და მას შემდეგ." - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, პარტია ,,ედინნაია როსია" -ს გენერალური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, მიმდინარე წელი მათთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა არაერთი რთული წელი გამოიარა და მათი ცხოვრება, არც მანამდე იყო მარტივი.
,,ედინნაია როსისას" გენერალური საბჭოს გაფართოებული სხდომა რუსეთის დედაქალაქში დღეს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები