ხვალ, 28 ოქტომბერს, ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობიდან 16 წელი შესრულდება.
ამ დღეთან დაკავშირებით, 12:00 საათზე, ბოლქვაძის ოჯახის წევრები საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე მივლენ.
15:00 საათზე კი ბოლქვაძის ოჯახის წევრები ჭავჭავაძის #17-ში მდებარე ჟურნალისტთა კავშირის ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციის თემა ბოლქვაძის მკვლელობა იქნება.