დღეს, 11 აპრილს, ჩვილთა მორიგი, რიგით მე-11 საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ფონდ "ლაზარეში" ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე 550-ზე მეტმა ჩვილმა გაიარა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უკვე 4700-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. ბოლო ნათლობა წელს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს გაიმართა.