პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით 11 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
პრეზიდენტს სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილება მისმა პრესსპიკერმა მამამა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ლეხ კაჩინსკის, იმ როლისთვის, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ითამაშა, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებაც მიენიჭა.
"საერთაშორისო თნამეგობრობამ და ევროპამ დაკარგა დიდი პოლიტიკოსი. საქართველოს პრეზიდენტმა კი პირადი მეგობარი, დღენიადაგ საქართველოზე მზრუნველი და საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანი, ჭირისუფალი, ქომაგი, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს მისი სახელი, პირადი ღვაწლი. ლეხ კაჩენსკი იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. იმ ისტორიული როლისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისთვის ითამაშა 2008 წლის ომის დღეებში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სიკვდილის შემდეგ საქართველის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა", - განაცხადა მანჯგალაძემ.