პოლონეთის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ცუდი კლიმატური პირობები - კერძოდ კი ნისლი გახდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ერთ-ერთი ვერსიით საუბარია ეკიპაჟის მიერ დაშვებულ შეცდომაზეც.
ცუდი ხილვადობის გამო თვითმფრინავი აეროპორტამდე 2 კილომეტრის მოშორებით ხეს წამოედო, რაც მისი კატასტროფის მიზეზი გახდა.
სმოლენსკის ადმინისტრაციის პრესმდივანი ანდრეი ევსეენკოვი ინფორმაციით, თვითმფრინავმა 3-4 ჯერ მოინდომა დაჯდომა.
"დისპეჩერმა ეკიპაჟს თვითმფრინავის მინსკში დაჯდომა შესთავაზა, თუმცა ეკიპაჟმა დაჯდომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო", - აცხადებს სმოლენსკის ადმინისტრაციის პრესმდივანი.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსული წარმოების პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავებს (ტუ 154) პრობლემები დიდი ხანია აქვთ. 2009 წლის 17 სექტემბერს გავცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოლონეთის ორივე სამთავრობო თვითმფრინავი მწყობრიდან იყო გამოსული. აღნიშნულის გამო კაჩინსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რიგითი რეისით გაემგზავრა.
14 სექტემბერს მოსკოვიდან პოლონეთში ორიდან ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელსაც რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა. ვარშავაში ჩაფრენისთანაავე თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა.
მეორე "ტუ 154"-მა კაპიტალურ რემონტის შემდეგ მწყობრში ნოემბრის ბოლოს მოვიდა.
თვითმფრინავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკსაც არაერთხელ მოუწია კერძო თვითმფრინავებით კერძონ "იაკ-40"-ით სარგებლობა.